სევილიამ იოვეტიჩი იჯარით დაიმატა


სევილიამ იოვეტიჩი იჯარით დაიმატა
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი, სტევან იოვეტიჩი, სეზონის დარჩენილ ნაწილს "სევილიაში" გაატარებს.

როგორც ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა "ნერაძურის" ჩერნოგორიელი ფორვარდის იჯარით აყვანაზე შეუთანხმდა.

იჯარა მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი და ზაფხულში "სევილიას" 14 მილიონ ევროდ იოვეტიჩის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

27 წლის შემტევმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და ახლა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თავს პირველად გამოცდის.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები