"ლევანის პროგრესი აშკარაა", - ემპოლის ხელმძღვანელობა მჭედლიძით კმაყოფილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლევანის პროგრესი აშკარაა", - ემპოლის ხელმძღვანელობა მჭედლიძით კმაყოფილია


"ემპოლის" გენერალურმა დირექტორმა, მარჩელო კარლიმ გუნდის ქართველი შემტევის, ლევან მჭედლიძის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.

იტალიური კლუბის დირექტორის განცხადებით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის თამაშის გაუმჯობესება აშკარაა და ახლა გუნდის სხვა შემტევებისგან ელის გააქტიურებას.

"უწყვეტი სათამაშო პრაქტიკის მიცემის შემდეგ, ლევანმა თავისი სიტყვა თქვა. მისი პროგრესი აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში პალერმოსთან ვერ გაიტანა, საჯარიმოში ზუსტად შეარჩია პოზიცია, რომლის გადაცემის შემდეგაც მაკარონეზე თამაშის წესი დაარღვიეს და ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ლევან მჭედლიძის თამაშით კმაყოფილები ვართ და ახლა დროა, საკუთარი თავი საპონარამ და პუკარელიმ წარმოაჩინონ," - განაცხადა კარლიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლეგიონერები მჭედლიძე კარლი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები