UEFA-ს სტატისტიკა - რომელ ჩემპიონატებშია ყველაზე მაღალი ხელფასები?


UEFA-ს სტატისტიკა - რომელ ჩემპიონატებშია ყველაზე მაღალი ხელფასები?
GOAL.COM-ი უეფას სტატისტიკაზე დაყრდნობით საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს.

წყარო წერს, თუ რომელ ჩემპიონატში არის ყველაზე მაღალი ხელფასები.

რა თქმა უნდა, პირველი ადგილი ინგლისის პრემიერ ლიგამ დაიკავა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისი მეორე-ადგილოსანს 2-ჯერ ასწრებს.

მე-2 ადგილი? ალბათ, ესპანეთს ელოდით, თუმცა ლა ლიგაზე მაღალი ხელფასები სერია A-შია.

სერია A-ს 20-ვე გუნდის ფეხბურთელების ხელფასები ჯამში 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს. პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საერთო ხელფასის ოდენობა კი 2.67 მილიარდ ევროს.

ამის შემდეგ მოდის ლა ლიგა, შემდეგ კი ბუნდესლიგა.

რაც შეეხება სათითაოდ გუნდებს, პირველი ადგილი "ბარსელონას" უკავია. "ბლაუგრანაში" 2016 წელს ხელფასებში 340 მილიონი ევრო დაიხარჯა.

მეორე ადგილზე "რეალია" - 289 მილიონი ევროთი.

ევროპაში მესამე პოზიციაზე "სიტია" - 276 მილიონი ევროთი, მეოთხეზე კი "მანჩესტერი - 266 მილიონი ევროთი.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები