ბარნლი: 6-7 მილიონი ნაგატომოს სანაცვლოდ


ბარნლი: 6-7 მილიონი ნაგატომოს სანაცვლოდ
ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი, "ბარნლი", მილანის "ინტერის" განაპირა მცველით, იუტო ნაგატომოთი, სერიოზულად ინტერესდება.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ ინგლისური კლუბი, 30 წლის იაპონელის სანაცვლოდ, 6-7 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არის.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და იტალიურ გრანდს "ბარნლის" მიერ შეთავაზებული თანხა სავსებით აკმაყოფილებს.

ნაგატომო "ინტერის" ღირსებას 2010 წლიდან მოყოლებული იცავს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. იაპონელმა, სერია ა-ში, სულ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

ცხრილები