კლოპი: "ლივერპულს უფრო დიდი ანგარიშით უნდა წაეგო"


კლოპი:
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა "საუთჰემპტონთან" სტუმრად 0:1 წააგო.

"ლივერპულს" შეეძლო და იმსახურებდა კიდეც, რომ უფრო დიდი ანგარიშით წაეგო. მაგალითად, 0:2 ან თუნდაც 0:3. ამ ყველაფრიდან ჩვენთვის საუკეთესო ნადავლი - შედეგია.

ჩვენ საკუთარი თამაშით კმაყოფილები ვერ ვიქნებით ისე, როგორც "საუთჰემპტონი" - საბოლოო ანგარიშით. თუმცა "ენფილდზე" უკეთ თამაში შეგვიძლია, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. "უემბლის" საგზურის მოპოვება ჯერ კიდევ შეგვიძლია და ეს ჩვენი მიზანია.

"ლივერპული" მეტოქეს ბურთს ძალიან მარტივად ჩუქნიდა და ლორის კარიუსმა, ჩვენი კარი, რამდენიმეჯერ მართლაც სერიოზულად იხსნა", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

საპასუხო მატჩი 26 იანვარს გაიმართება და გამარჯვებული ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ჰალ სიტის" შეხვდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული კლოპი საუთჰემპტონი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები