შუსტერი: "ვერ ვხვდები წლის საუკეთესო მწვრთნელი რანიერი რატომ გახდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შუსტერი: "ვერ ვხვდები წლის საუკეთესო მწვრთნელი რანიერი რატომ გახდა"


შუსტერი:
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და წარსულში ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ბერნდ შუსტერმა, 2016 წლის საუკეთესო სპეციალისტად ზინედინ ზიდანი მოიხსენია და ფიფას არჩევანი მკაცრად გააკრიტიკა.

"ვერ ვხვდები წლის საუკეთესო მწვრთნელი კლაუდიო რანიერი როგორ გახდა. მაშ ზიდანი ვინ არის? ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს ზინედინის წელიწადი იყო", - განაცხადა შუსტერმა.

ზინედინ ზიდანმა 2016 წლის იანვარში დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, მადრიდის "რეალი" ჩაიბარა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა. მიმდინარე კამპანიაში კი "სამეფო კლუბი" საერთოდ დაუმარცხებელია.

ფიფას გადაწყვეტილებით კი გასული წლის საუკეთესო სპეციალისტი იტალიელი კლაუდიო რანიერი გახდა, რომელმაც "ლესტერ სიტის" ინგლისის პრემიერ ლიგა მოაპოვებინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლესტერი შუსტერი რანიერი ზიდანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები