17 მარტს საქართველოს თასის წილისყრა გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

17 მარტს საქართველოს თასის წილისყრა გაიმართება


17 მარტს საქართველოს თასის წილისყრა გაიმართება

ხვალ, 17 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალის წილისყრა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეთექვსმეტედფინალში გამარჯვებული შემდეგი გუნდები:

კოლხეთი 1913
დინამო თბილისი
ტორპედო
სამტრედია
დილა
ჩიხურა
გაგრა
გურია
ზუგდიდი
სიონი
სამგურალი
რუსთავი
ნორჩი დინამო
იმერეთი
ფკ გორი

ხოლო მერვედფინალის მეთევსმეტე მონაწილე ცნობილი გახდება შაბათს. გამომდინარე იქიდან, რომ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, რომელიც 15 მარტს გაიმართა, შევარდენი 1906-ისა და საბურთალოს მონაწილეობით (2:1 საბურთალოს სასარგებლოდ), დაფიქსირდა საქართველოს თასის დებულების მე-9 მუხლის დარღვევა. საკითხი განსახილველად გადაცემულია სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომელიც საგანგებო სხდომას გამართავს 18 მარტს 10:30 საათზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები