ხურციძეს WBO-ს საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს


ხურციძეს WBO-ს საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს
დღეს WBO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საშუალო წონის ჩემპიონს, ავთანდილ ხურციძეს ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა.

როგორც მოგეხსენებათ, ხურციძეს იქითა თვის 8 რიცხვში ბილი ჯოუ სოუნდერსის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართველი მოკრივე აშშ-ში დააკავეს, მოკრივე WBO-ს ვერაფრით დაუკავშირდა, რის გამოც ორგანიზაციამ მას ტიტული ჩამოართვა.

იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი 5 დღის განმავლობაში ხურციძე WBO-ს ეწვევა, შესაძლოა ქართველ მოკრივეს ტიტული დაუბრუნდეს, თუმცა ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ხურციძემ ლინგფორდს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები