რა უთხრა რონალდუმ ფერგიუსონს რეალიდან წასვლაზე?


რა უთხრა რონალდუმ ფერგიუსონს რეალიდან წასვლაზე?
ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუ სერ ალექს ფერგიუსონს ესაუბრა.

რონალდუს რომ "რეალის" დატოვება სურს გასულ კვირას გახდა ცნობილი, თუმცა Mirror-ის თანახმად ეს ამბავი ფერგიუსონმა 6 კვირის წინ შეიტყო.

კრიშტიანუს "სამეფო კლუბის" დატოვება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ჰქონდა გადაწყვეტილი.

ბრიტანული პრესა წერს, რომ ფერგიუსონთან საუბარში პორტუგალიელმა ფანები მოიხსენია. როგორც იცით, "სამეფო კლუბის" ქომაგი თვით რონალდუსაც კი უსტვენს, რაც ფეხბურთელს აგიჟებს.

ასევე, ფერგიუსონთან ლაპარაკში კრიშტიანუ გასახდელითაც უკმაყოფილო იყო. მან ყოფილ მწვრთნელს უთხრა, რომ "რეალის" გასახდელში მუდმივად დაძაბული სიტუაციაა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები