დონარუმა გულშემატკივრების აქციაზე: "ყოველთვის გაიღიმე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დონარუმა გულშემატკივრების აქციაზე: "ყოველთვის გაიღიმე"


დონარუმა გულშემატკივრების აქციაზე:
"მილანისა" და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დანიასთან (2:0) მიმდინარე მატჩში ფანების აქციას მშვიდად შეხვდა.

გულშემატკივრებმა აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას გოლკიპერს ყალბი დოლარები დააყარეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის გამო, მატჩი შეჩერდა კიდეც რამდენიმე წუთი. გარდა ამისა, იტალიური გუნდის მხარდამჭერთა სექტორზე გამოფინეს ბანერი, სადაც ეწერა "Dollarumma". ასეთი ხერხით ფანებმა გოლკიპერის გადაწყვეტილებაზე თავიანთი აზრი გამოხატეს.

"დაინახეთ? ყოველთვის გაიღიმე", - თქვა დონარუმამ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ დონარუმამ "როსონერისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იწურება.

"მილანის" მფლობელმა, იონგჰონგ ლიმ ამის შემდეგ განაცხადა - ფეხბურთელს არ გავყიდი, რათა მთელი მომავალი სეზონი ფეხბურთს ტრიბუნებიდან უყუროსო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები