ინტერმა ტეტეს შეძენა გადაიფიქრა


ინტერმა ტეტეს შეძენა გადაიფიქრა
"აიაქსის" მცველი, კენი ტეტე "ინტერის" ფეხბურთელი არ გახდება, იტყობინება Football Italia.

მილანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს.

აქამდე, 21 წლის ჰოლანდიელი "გალათასარაის" შეუთანხმდა, თუმცა "ნერაძურის" გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

შეგახსენებთ, ტეტე "აიაქსის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები