დავიდ სილვას კარიერის დასრულება სიტიში უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დავიდ სილვას კარიერის დასრულება სიტიში უნდა


დავიდ სილვას კარიერის დასრულება სიტიში უნდა
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს, დავიდ სილვას თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა კარიერის ბოლომდე სურს.

ესპანელი, მოგეხსენებათ, "სიტიში" "ვალენსიადან" 2010 წელს გადავიდა.

"მანჩესტერში ყველაფრით კმაყოფილი ვარ და მინდა აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე, შეიძლება, კარიერის ბოლომდეც", - ციტირებს სილვას სიტყვებს Daily Mail.

"რა თქმა უნდა, საკუთარ ფორმასა და ფიზიკურ მდგომარეობას თვალი უნდა ადევნო. ამის შემდეგ, ყველაფერი კლუბის სურვილზე იქნება დამოკიდებული".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები