ლუკას მოურამ პსჟ-დან წასვლა არ გამორიცხა


ლუკას მოურამ პსჟ-დან წასვლა არ გამორიცხა
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ლუკას მოურამ გუნდის დატოვება არ გამორიცხა.

ბრაზილიელით "ინტერი" ინტერესდება, თუმცა პარიზული კლუბი ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს.

"სატრანსფერო ბაზრის დროს ჩემზე ჭორები ვრცელდება", - ციტირებს მოურას სიტყვებს Diario.

"კონკრეტული წინადადებები არ მქონია. აგენტს არაფერი უთქვია. "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლამდე მაკავშირებს. თუ რაიმე ვარიანტი გამოჩნდება, შევისწავლით. ჯერჯერობით, არაფერია. წავალ თუ არა "პსჟ"-დან? დიახ, შესაძლებელია. თუმცა, ჯერჯერობით, წინადადებები არ მაქვს".

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები