VIDEO: დღეს გერმანიის მატჩზე ვიდეორეფერის გადაწყვეტილებას უთანხმოება მოჰყვა


VIDEO: დღეს გერმანიის მატჩზე ვიდეორეფერის გადაწყვეტილებას უთანხმოება მოჰყვა
დღეს, კონფედერაციის თასის მატჩში გერმანიის ნაკრები ავსტრალიის ნაკრებს შეხვდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

54-ე წუთზე ავსტრალიელმა ტომ იურიჩმა ანგარიში 2:3 გახადა. ამ გოლს ფეხბურთელებს შორის მცირე უთანხმოება მოჰყვა.

გერმანელები ფიქრობდნენ, რომ ავსტრალიელ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა და ისე შევიდა კარში. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთი ფეხბურთელს ხელზე მართლაც მოხვდა, თუმცა ოდნავ მაღლა, რაც მსაჯმა მხრად ჩათვალა და ამის გამო გოლი არ გააუქმა.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები