რატომ არ გამოცხადდა რონალდუ პრესკონფერენციაზე?


რატომ არ გამოცხადდა რონალდუ პრესკონფერენციაზე?
კონფედერაციის თასის პირველ მატჩში პორტუგალია მექსიკას შეხვდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

FIFA-ს წესების თანახმად, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვალდებულია პრესკონფერენციაზე გამოცხადდეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.

კრიშტიანუ რონალდუმ სტადიონი ისე დატოვა არც პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და არც მიქსზონაში უპასუხა შეკითხვებს.

როგორც ჩანს, პორტუგალიელს არ სურდა ლაპარაკი.

ბოლო კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას "რეალის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი, რაზეც არც ერთ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები