რივალდო: "ნეიმარი მესის ნაკვალევს მიჰყვება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რივალდო: "ნეიმარი მესის ნაკვალევს მიჰყვება"


რივალდო:
ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ნეიმარზე საუბრობს.

ის ფიქრობს, რომ მისი თანამემამულე კატალონიურ გუნდში გაიბრწყინებს და მესის ნაკვალევს გაჰყვება.

"ვიცი, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" ბედნიერია. ის მესის ნაკვალევს მიჰყვება და მომავალში კლუბისთვის დიდებულ საქმეს გააკეთებს.

ვალვარდე? ის დიდებული მწვრთნელია. მას საბერძნეთსა და "ატლეტიკოში" წარმატებული პერიოდი ჰქონდა. მჯერა, რომ "ბარსელონას" წარმატებული სეზონი ექნება, რადგან მთავარი მწვრთნელი ნამდვილად შესანიშნავი ჰყავთ.

პაულინიო? ის დიდებული მოთამაშეა. არ ვიცი მისი სატრანსფერო საგა როგორ დასრულდება, თუმცა "ბარსელონასთვის" კარგი დანამატი იქნებოდა", - განაცხადა რივალდომ.

ასევე, იხილეთ - VIDEO: ნეიმარი დემი ლოვატოს მიმართავს

ბუფონის ყოფილი მეუღლე - ულამაზესი ალენა სერედოვა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები