ბეილი რონალდუზე: "მასზე არაფერი წამიკითხავს"


ბეილი რონალდუზე:
მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევი გარეთ ბეილი კრიშტიანო რონალდუს გარშემო დატრიალებულ ამბებს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, მსოფლიო პრესაში იწერება, რომ პორტუგალიელმა შესაძლოა "რეალი" ამ ზაფხულს დატოვოს.

"რონალდუს წასვლაზე ნამდვილად არაფერი წამიკითხავს და ვერაფერს გეტყვით. მეტიც, შემთხვევით გავიგე, რომ ლუკაკუ მანჩესტერში გადასულა.

მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი წარმატებული თამაში და ტიტულების მოგებაა. რაც შეეხება რონალდუს მომავალს, ამაზე კითხვა მას დაუსვით", - აცხადებს ბეილი.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" მოსამზადებელ ეტაპზე მომდევნო კვირიდან იწყებს და პირველ მატჩს "მანჩესტერთან" გამართავს.

რონალდუმ მაკრატელა დარტყმის დროს ტრავმა მიიღო


ჩხუბი დიეგო კოშტასა და გურამ კაშიას შორის

ყველა სიახლე

ცხრილები