კასილიასმა პიკეს უპასუხა


კასილიასმა პიკეს უპასუხა
"პორტუს" მეკარემ, იკერ კასილიასმა "ბარსელონას" მცველის, ხერარდ პიკეს განცხადებას უპასუხა.

მოგეხსენებათ, "უიმბლდონზე" როჯერ ფედერერის გამარჯვებას ესპანელი უკანახაზელი თვითერზე გამოეხმაურა: "ლეო მესი, მაიკლ ჯორდანი, როჯერ ფედერერი. საუკეთესოები მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს".

"დავამატებდი კობი ბრაიანტს, კრიშტიანუ რონალდუს, რაფაელ ნადალს, ტაიგერ ვუდსს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ვალენტინო როსის, სერენა უილიამსს...", - დაწერა კასილიასმა.

აგრეთვე შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრების რიგებში ყოფილ თანაგუნდელებს ერთმანეთისთვის სოციალურ ქსელში არაერთხელ "დაუცინიათ", მათ ხუმრობებში კი რეგულარულად ერთვებიან ეროვნული გუნდის სხვა ფეხბურთელებიც.

გუშინ კი, პიკემ კასილიასს ახალ ფოტოზე დაუკომენტარა: "როგორი სასიამოვნოა, შენს სახეს რომ ვერ ვხედავ".

კომენტარებში უმალვე ჩაერთო "ბლაუგრანას" ექსმცველი, მარკ ბარტრა, რომელიც ამჟამად დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავს: "ასე უკეთესია".

"სამეფო კლუბის" ყოფილი კაპიტანი და "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი წლების მანძილზე იყვნენ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები.

ყველა სიახლე

ცხრილები