რონალდუ მანჩესტერთან არ იქნება, მაგრამ ბარსელონასთან ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ მანჩესტერთან არ იქნება, მაგრამ ბარსელონასთან ითამაშებს


რონალდუ მანჩესტერთან არ იქნება, მაგრამ ბარსელონასთან ითამაშებს
"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ "სამეფო კლუბის" მაისურით ახალ სეზონში თავის პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს, "ბარსელონასთან" გასვლით შეხვედრაში გამართავს, იტყობინება Marca.

ზემოთაღნიშნული მატჩი ესპანეთის სუპერთასის პირველი დაპირისპირების ეგიდით გაიმართება.

აღინიშნება, რომ იქამდე, პორტუგალიელი შვებულებაში იქნება, რადგან კონფედერაციის თასის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

ამ კვირაში 32 წლის თავდამსხმელმა მადრიდში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, შემდეგ კი კვლავ დასასვენებლად გაემგზავრება, რომლის დროსაც სარეკლამო ღონისძიებებიც აქვს დაგეგმილი.

კრიშტიანუ რონალდუ ვარჯიშებს მხოლოდ ივლისის თვის ბოლოს განაახლებს.

ასე და ამგვარად, საეჭვოა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 8 აგვისტოს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" უეფას სუპერთასზე ითამაშოს.

გარდა ამისა, 31 ივლისს, კრიშტიანუ გადასახადების დამალვის საქმეზე სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები შვებულებიდან რონალდუს გარეშე დაბრუნდნენ.

საინტერესოა - ესპანეთის საგადასახადო სამსახური 32 წლის შემტევს არ ეშვება და შეიარაღებულმა პირებმა ბალეარის კუნძულებზე მისი იახტა გაჩხრიკეს, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები