ფაბიო კოენტრაოს შეუფერებელი საქციელი


ფაბიო კოენტრაოს შეუფერებელი საქციელი
"სპორტინგის" ვარჯიშის შემდეგ, რომელიც ახალი სეზონისთვის შვეიცარიაში ემზადება, ფაბიო კოენტრაომ გულშემატკივრებს ავტოგრაფები მისცა.

პორტუგალიელმა უკანახაზელმა ერთ-ერთ ფანთან ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. პრობლემად კი ის იქცა, რომ იმ მომენტში გულშემატკივარს შარფი ეჭირა, სადაც ეწერა "ბენფიკა" - მძ**ერი".

ამ ფოტოს გამო, 29 წლის ფეხბურთელი გააკრიტიკეს და ბევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა.

შეგახსენებთ, 2007 წლიდან 2011 წლამდე, კოენტრაო "არწივების" რიგებში ასპარეზობდა და 2009/10 წლების სეზონში გუნდთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა.

ცნობისთვის, "სპორტინგში" კოენტრაო "რეალიდან" ერთწლიანი არენდით ამ ზაფხულს გადავიდა.

არადა, გასულ თვეებში იწერებოდა, რომ "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს პორტუგალიელი ფლანგის მცველის გაშვება არ სურდა.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა "ბენფიკას" შემადგენლობა, თავის დროზე ფეხბურთელები რომ არ გაეშვა.

ყველა სიახლე

ცხრილები