დათუნაიშვილი: "შევეცდებით, იმედგაცრუებული სამტრედიელები ხვალ მაინც გავახაროთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დათუნაიშვილი: "შევეცდებით, იმედგაცრუებული სამტრედიელები ხვალ მაინც გავახაროთ"


დათუნაიშვილი:
ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "ყარაბახსა" და "სამტრედიას" შორის.

მატჩის წინ, კომენტარი სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა გააკეთა.

"თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ შევეცდებით, ეს თამაში მაინც მოვიგოთ. შეხვედრისთვის აქტიურად ვემზადებით და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, მათ შორის სამტრედიის გულშემატკივრებიც. კარგი იქნება, თუ მათ ხვალინდელ თამაშში მაინც გავახარებთ", - განაცხადა დათუნაიშვილმა.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი "სამტრედიასა" და "ყარაბახს" შორის, ხვალ, 21 საათზე შედგება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები