ოფიციალურად: ტოტი რომაში დარჩა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: ტოტი რომაში დარჩა!


ოფიციალურად: ტოტი რომაში დარჩა!
"რომას" ყოფილმა თავდამსხმელმა და კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

40 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა გასულ თვეში ამოეწურა, უახლოეს პერიოდში კი ფრანჩესკო კლუბის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ტოტიმ Roma TV-ს განუცხადა.

"ცხოვრების პირველი ნაწილი დავასრულე — ფეხბურთელის კარიერა. ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი სტადია იწყება — "რომას" დირექტორი ვიქნები და ვიმედოვნებ, კლუბისთვის იმაზე არანაკლებს გავაკეთებ, რასაც მოედანზე ვაკეთებდი".

"ფეხბურთიდან წასვლა სათამაშო კარიერის დასრულებამდე არასოდეს არ მინდოდა. ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები — ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული".

"რა ეწერება ჩემს სავიზიტო ბარათზე? ფრაჩენსკო ტოტი, "რომა", - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, ლეგენდარულმა იტალიელმა აქამდე იაპონურ კლუბს უთხრა უარი მეუღლის გამო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები