კონტე ბარნლისთან მარცხს ირონიული განცხადებით გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე ბარნლისთან მარცხს ირონიული განცხადებით გამოეხმაურა


კონტე ბარნლისთან მარცხს ირონიული განცხადებით გამოეხმაურა
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში "ბარნლისთან" (2:3) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მცველ გარი კეჰილის გაძევებამ მატჩზე გარდამტეხი გავლენა იქონია.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატები" "კლარეტებთან" "სტემფორდ ბრიჯზე" დღეს ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ.

სპეციალისტი ირონიულად ამბობს, ვეცდები კაცნაკლული გუნდით ვცადო შეხვედრაში ადაპტირებაო.

შეგახსენებთ, ლონდონელებმა ზემოთაღნიშნული დაპირისპირება ცხრა კაცით დაასრულეს. გარდა კეჰილისა, მოედნიდან ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასიც გააძევეს.

"კეჰილის გაძევებამ მატჩზე გარდამტეხი გავლენა იქონია, რადგან დარჩენილი დრო იძულებულები ვიყავით კაცნაკლულებს გვეთამაშა, ეს კი ადვილი არ არის", - ციტირებს კონტეს სიტყვებს BBC.

"ადაპტირებას ვეცდები, რათა 9 ან 10 ფეხბურთელით თამაშისთვის მზად ვიყო. მსაჯობაზე კომენტარს არ გავაკეთებ".

"ჩელსი" მარცხის თავიდან აცილებას ცდილობდა. ვწუხვარ, ეს არ გამოგვივიდა. მეორე ტაიმში გუნდმა კარგად ითამაშა. თუმცა, გაძევების შემდეგ, თავები დავკარგეთ და სამი გოლი გავუშვით. მატჩის მიმდინარეობის შეცვლა რთული იყო", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

ყველა სიახლე

ცხრილები