ბარსელონას რეალთან მატჩში 8 ფეხბურთელი დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას რეალთან მატჩში 8 ფეხბურთელი დააკლდება


ბარსელონას რეალთან მატჩში 8 ფეხბურთელი დააკლდება
"ბარსელონას" იმ ფეხბურთელთა ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან" გასამართ პირველ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას, ავრცელებს ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა MARCA.

მოგეხსენებათ, მატჩი დღეს, 13 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

არდა თურანი, მარლონი, სერხი სამპერი, მუნირ ელ ჰადადი და დუგლას პერეირა "ელ კლასიკოში" არ ითამაშებენ.

ანდრე გომეში, რომელიც ახლახანს გამოჯანმრთელდა, მატჩს სიფრთხილის ზომების გამო გამოტოვებს. რაც შეეხება რაფინიას და ვერმაელენს, ეს ფეხბურთელები განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ.

"ბლაუგრანას" შემადგენლობა:

ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, მასკერანო, ალბა, დინი, ვიდალი, უმტიტი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, სერხი რობერტო, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, დეულოფეუ და ალკასერი.

ყველა სიახლე

ცხრილები