გვარდიოლა: "მადლობა სიტის მფლობელებს"


გვარდიოლა:
პრემიერ ლიგის ახალი სეზონი "მანჩესტერ სიტიმ" წარმატებულად დაიწყო და პირველ ტურში "ბრაიტონი" დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა და გუნდის შენაძენებზე ისაუბრა

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სიტის მფლობელებს იმისთვის, რომ მომდევნო 4-5 წელში სიტის ახალგაზრდა ფეხბურთელები ეყოლება და პრობლემა არ ექნება.

გასულ წელს გუნდოგანი და სანე დავიმატეთ, ახლა კი მენდი, სილვა და სხვა მოთამაშეები.

პირველი მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. მთავარია, სიტუაცია სწორად შევაფასოთ და შეტევაში უკეთ ვითამაშოთ", - აცხადებს გვარდიოლა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები