ვალვერდემ კოუტინიოს და დემბელეს შესაძლო ყიდვაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდემ კოუტინიოს და დემბელეს შესაძლო ყიდვაზე განცხადება გააკეთა


ვალვერდემ კოუტინიოს და დემბელეს შესაძლო ყიდვაზე განცხადება გააკეთა
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "ლივერპულის" შემტევი ფელიპე კოუტინიო კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

ესპანური პრესის ცნობით კი კატალონიელები დემბელეს შეძენითაც აქტიურად ინტერესდებიან.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"კოუტინიო და დემბელე? ამჟამად არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არაფერი ხდება. დრო 31 აგვისტომდეა და იქამდე ბევრი რამ მოხდება.

ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ პაულინიო რეალთან გასამართ მატჩში არ ითამაშებს", - აცხადებს ვალვერდე.

ყველა სიახლე

ცხრილები