ზიდანი: "ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ"


ზიდანი:
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ჟურნალისტებმა კითხვა ტრანსფერებზე დაუსვეს.

"ვიცი, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება ბარსელონასთან მატჩს, ესპანეთის სუპერთასი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შანსი გვაქვს, რომ მორიგი ტიტული მოვიგოთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.

ითამაშებენ თუ არა ბენზემა ბეილი, რონალდუ და ისკო ერთად? არ არის გამორიცხული. შესაძლოა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება გავაკეთო.", - აცხადებს ზიდანი.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, ნეიმარის წასვლის შემდეგ, არაფერი შეცვლილა და "ბარსელონა" არ დასუსტებულა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები