კლოპი: "ენფილდზე ევროთასების საღამოებს ველი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "ენფილდზე ევროთასების საღამოებს ველი"


კლოპი:
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" მოპოვებული გამარჯვებით (2:1) ძალიან კმაყოფილია.

"ჰოფენჰაიმს" თამაშის სპეციფიური გეგმა ჰქონდა. ჩვენ თავიდან ფლანგებს აქტიურად ვტვირთავდით, მაგრამ პირველ ტაიმში არც ისე ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით.

საბოლოო შედეგი ნორმალურია. თამაშის წინ ვინმეს რომ ეთქვა "ლივერპული" 8:7 მოიგებსო, ჩვენ თანახმა ვიქნებოდით.

თუმცა ჩვენ მხოლოდ ნახევარი საქმე გავაკეთეთ. ჩვენ "ენფილდი" გვჭირდება, სადაც ორივე მხრიდან აქტიური თამაში გაიმართება. "ენფილდზე" ევროთასების საღამოს ველი.

"ჰოფენჰაიმს" მხოლოდ იმ ადამიანების გაოცება შეუძლია, რომლებიც ამ კლუბს არ იცნობენ", - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული იურგენ კლოპი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები