იუვენტუსის ნახევარმცველი გალათასარაიში გადადის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსის ნახევარმცველი გალათასარაიში გადადის


იუვენტუსის ნახევარმცველი გალათასარაიში გადადის
"იუვენტუსის" ნახევარმცველი, კვადვო ასამოა უახლოეს პერიოდში შეიძლება "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდეს, იტყობინება Gianlucadimarzio.com.

ჰავბეკმა თურქულ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ფეხბურთელი 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.

თუმცა, ჯერჯერობით, სტამბულელები "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელებთან არ შეთანხმებულან.

სავარაუდოდ, ტურინელები 28 წლის განელის შენარჩუნებას არ ეცდებიან, როცა "ატალანტას" შუახაზელის, ლეონარდო სპინაცოლას ტრანსფერს განახორციელებენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები