"გაუმართლათ ჩემთან რომ თამაშობდნენ", - დი მარია მესიზე, რონალდუზე, ნეიმარსა და იბრაჰიმოვიჩზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"გაუმართლათ ჩემთან რომ თამაშობდნენ", - დი მარია მესიზე, რონალდუზე, ნეიმარსა და იბრაჰიმოვიჩზე


"პსჟ"-სა და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ინსტაგრამზე თავის ყოფილ და ამჟამინდელ თანაგუნდელებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ამ ვარსკვლავებს მასთან ერთად თამაშის გამო გაუმართლათ.

29 წლის ფორვარდი ფოტოზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, ლიონელ მესისთან, ნეიმართან, უეინ რუნისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ჩანს.

"როგორ გაუმართლათ ამ ბიჭებს", - წერს დი მარია.

შეგახსენებთ, დი მარია "რეალში" რონალდუსთან, "მანჩესტერ იუნაიტედში" რუნისთან, "პსჟ"-ში კი იბრაჰიმოვიჩთან და ნეიმართან ერთად თამაშობდა (თამაშობს).

რაც შეეხება მესის, მოგეხსენებათ, ლეო არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ანხელის დიდი ხნის პარტნიორია.

იხილეთ ფოტო

"გაუმართლათ ჩემთან რომ თამაშობდნენ", - დი მარია მესიზე, რონალდუზე, ნეიმარსა და იბრაჰიმოვიჩზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები