ბუსკეტსი რონალდუს დისკვალიფიკაციაზე: "არ მესმის, რატომ არის რეალი უკმაყოფილო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუსკეტსი რონალდუს დისკვალიფიკაციაზე: "არ მესმის, რატომ არის რეალი უკმაყოფილო"


ბუსკეტსი რონალდუს დისკვალიფიკაციაზე:
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ხუთმატჩიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, "რეალის" უკმაყოფილებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში პორტუგალიელმა მსაჯს ხელი ჰკრა, რადგან სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

"მესმის თუ არა "რეალის" უკმაყოფილება კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით? არა. ეს მათი აზრია, ჩარევას არ ვაპირებ".

"მადრიდელებზე სუსტები ვართ თუ არა? თქვენ განსაჯეთ. შეგიძლიათ ტიტულები შეადაროთ, რომლებიც უკანასკნელ წლებში დავისაკუთრეთ. შეგიძლიათ ბოლო ურთიერთშეხვედრების შედეგებს გადახედოთ".

"ორ კარგ გუნდზე ვსაუბრობთ, აქ თითოეულმა შეიძლება გაიმარჯვოს, იმიტომ, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" რიგებში ჩინებული ფეხბურთელები ასპარეზობენ", -
დასძინა სერხიმ.

აქამდე, 32 წლის პორტუგალიელის სასჯელს "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანიც გამოეხმაურა.

გარდა ამისა, რონალდუს დისკვალიფიკაციაზე "ბლაუგრანას" თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემაც ისაუბრა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები