რონალდუს დისკვალიფიკაცია ერთ მატჩამდე შემცირდება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს დისკვალიფიკაცია ერთ მატჩამდე შემცირდება?


რონალდუს დისკვალიფიკაცია ერთ მატჩამდე შემცირდება?
დღეს, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია (RFEF) თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაციის თაობაზე "რეალის" აპელაციას განიხილავს.

პორტუგალიელი, მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" (3:1) გამართულ პირველ შეხვედრაში მსაჯზე ხელის კვრის გამო ოთხი, ხოლო წითელი ბარათის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ინფორმაცია ოფიციალურად ორი დღის წინ, 14 აგვისტოს დადასტურდა.

"რეალში" მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია სრულად უნდა გაუქმდეს, თუმცა კლუბში ისიც ესმით, საეჭვოა, RFEF-მა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

გავლენიანი მადრიდული გამოცემა Marca-ს ცნობით, დიდი ალბათობით, 32 წლის ფეხბურთელის სასჯელი ერთ შეხვედრამდე შემცირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები