ბოლოს როდის ჰქონდა რეალს ზედიზედ ორი კლასიკო მოგებული? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოლოს როდის ჰქონდა რეალს ზედიზედ ორი კლასიკო მოგებული?


ბოლოს როდის ჰქონდა რეალს ზედიზედ ორი კლასიკო მოგებული?
ესპანეთის სუპერთასის მატჩში "რეალმა" "ბარსელონა" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველი შეხვედრა "კამპ ნოუზე" 3:1 დასრულდა.

ამრიგად, ზინედინ ზიდანმა "ბარსელონა" ზედიზედ 2 მატჩში დაამარცხა.

ბოლოს "სამეფო კლუბს", ზედიზედ ორი კლასიკო 3 წლის წინ, 2014 წელს ჰქონდა მოგებული.

2014 წლის 16 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში "რეალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა. შემდეგი კლასიკო 25 ოქტომბერს შედგა, სადაც "სამეფო კლუბმა" "ბლაუგრანა" 3:1 დაამარცხა.

2014 წლამდე კი "რეალს" ზედიზედ ორი კლასიკო 2007-2008 წლებში ჰქონდა მოგებული (4:1, 1:0).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები