ზიდანი: "ამ თვეში რეალმა 2 ტიტული მოიგო და 2 დიდი გუნდი დაამარცხა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ამ თვეში რეალმა 2 ტიტული მოიგო და 2 დიდი გუნდი დაამარცხა"


ზიდანი:
ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ, კომენტარი მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"პირველი 20 წუთი სასწაულად ჩავატარეთ და ზოგადად, კარგი მატჩი გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით.

ამ თვეში რეალმა უკვე 2 ტიტული მოიგო და 2 დიდ კლუბს ბარსელონასა და მანჩესტერს სძლია, გუნდებს, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

ისიც ვიცით, რომ ყველაფერი ახლა იწყება. შევეცდებით, მომდევნო სეზონშიც შევინარჩუნოთ ეს ტემპი და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად გამოვიდეთ.

რაც შეეხება მარკო ასენსიოს, ის ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს", - აცხადებს ზიდანი.

ესპანეთის სუპერთასზე ზიდანის "რეალმა" "ბარსელონა" ორი მატჩის ჯამში 5:1 გაანადგურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები