ვალვერდე: "სუპერთასი წარსულია, წინ ლა ლიგაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "სუპერთასი წარსულია, წინ ლა ლიგაა"


ვალვერდე:
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შეხვედრა შეაფასა.

ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში კატალონიური გუნდი "რეალთან" 0:2 დამარცხდა.

"რეალობა ისაა, რომ ტიტული დავკარგეთ. მათ პირველი ნახევარი შესანიშნავად დაიწყეს და მეორე ტაიმის ბოლო წუთებზეც ტემპს მოუმატეს.

შანსები ჩვენც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.

რა თქმა უნდა, სუპერთასის მოგება გვინდოდა, თუმცა ეს უკვე წარსულია. ლა ლიგა იწყება და სრული კონცენტრაციით უნდა გადავერთოთ შემდეგ მატჩზე.

სუარესის ტრავმა? არ ვიცი მისი მდგომარეობა, ლუისს გამოკვლევები ხვალ ჩაუტარდება.

კოუტინიოს ტრანსფერი შაბათამდე? არ ვიცი", - დაასრულა ვალვერდემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები