პიკე: "9 წელია გუნდში ვარ და პირველად ვგრძნობ, რომ ბარსელონა რეალზე დაბლა დგას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიკე: "9 წელია გუნდში ვარ და პირველად ვგრძნობ, რომ ბარსელონა რეალზე დაბლა დგას"


პიკე:
ესპანეთის სუპერთასზე, "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ, კომენტარი "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ხერარდ პიკემ გააკეთა.

"განმეორებით მატჩს რეალი უპირატესობით ხვდებოდა და უპირატესობა მათ განმეორებით მატჩშიც თავიდანვე მოიპოვეს.

ჩვენ კი ისევ ისე ვითამაშეთ, როგორც კამპ ნოუზე. ფაქტია, ისინი ამჟამად ჩვენზე უკეთესად გამოიყურებიან.

ბარსელონას კარგი დრო არ უდგას. უნდა შევეგუოთ იმას, რომ წავაგეთ და რეალი ჩვენზე უკეთესი გუნდია, თუმცა აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს.

9 წელია გუნდში ვარ და პირველად ვგრძნობ, რომ ბარსელონა რეალზე დაბლა დგას. გასაგებია, რომ მათ ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული, მაგრამ წლების წინ ეს ჩვენც გავაკეთეთ", - აცხადებს პიკე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები