პსჟ-ში მბაპეს კონტრაქტის პირობები ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-ში მბაპეს კონტრაქტის პირობები ცნობილია


პსჟ-ში მბაპეს კონტრაქტის პირობები ცნობილია
"პსჟ" "მონაკოს" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრანსფერს მომავალ კვირაში დაადასტურებს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

პარიზელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს გადაიხდიან. კიდევ 20 მილიონი მონაკოელებმა შესაძლოა ბონუსების სახით გამოიმუშავონ.

18 წლის ფრანგი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

გადასახადების გადახდის შემდეგ, ახალ გუნდში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ყოველწლიური ანაზღაურება "სუფთა" 18 მილიონი ევრო იქნება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები