ბარსელონა სერის სანაცვლოდ 40 მლნ ევროს გადაიხდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა სერის სანაცვლოდ 40 მლნ ევროს გადაიხდის


ბარსელონა სერის სანაცვლოდ 40 მლნ ევროს გადაიხდის
"ბარსელონა" "ნიცას" ნახევარმცველ ჟან მიშელ სერის კონტრაქტს 40 მილიონ ევროდ შეისყიდის, იუწყება L’Equipe.

სწორედ ზემოთაღნიშნული თანხაა ჩაწერილი 26 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულების გამოსასყიდ ღირებულებაში.

კოტ'დივუარელის აგენტი კატალონიურ კლუბს პირადი კონტრაქტის პირობებზე შაბათს შეუთანხმდა.

ცნობისთვის, სერი "ნიცაში" 2015 წლიდან ასპარეზობს. მაშინ ფრანგულმა კლუბმა მის სანაცვლოდ პორტუგალიურ "პაკუშ დე ფერეირას" 700 ათასი ევრო გადაუხადა.

ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად ჟან მიშელმა 91 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები