კოლაროვი: "რომა თავდაჯერებულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოლაროვი: "რომა თავდაჯერებულია"


კოლაროვი:
"რომას" მარცხენა მცველმა, ალექსანდრ კოლაროვმა, "ატალანტასთან" სერია ა-ს პირველი ტურის მატჩი შეაფასა.

"დღეს გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო. "ატალანტა" დიდებული გუნდია, რომელიც ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. თუმცა ჩვენ კარგად მოვემზადეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

ვფიქრობ, ყველა ელოდა, რომ საჯარიმოს სწორედ მე დავარტყამდი. საბოლოო ჯამში კი გამომივიდა!

ჩვენ ამ სეზონისათვის თავდაჯერებულები ვართ. სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე რომ ვერავინ დავიმატოთ, მაინც ძლიერი შემადგენლობა გვყავს", - აღნიშნა "მგლების" სერბმა ახალწვეულმა.

რომაულმა კლუბმა ბერგამოში 1:0 იმარჯვა და გამარჯვების ბურთი სწორედ კოლაროვმა შეაგდო საჯარიმოდან.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ალექსანდრ კოლაროვი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები