ლაპორტა: "თუ მესის შენარჩუნება გვინდა, ბარსამ ბართომეუს თავი ძალიან მალე უნდა დააღწიოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაპორტა: "თუ მესის შენარჩუნება გვინდა, ბარსამ ბართომეუს თავი ძალიან მალე უნდა დააღწიოს"


ლაპორტა:
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ხოსეპ ბართომეუმ კატალონიური კლუბი უნდა დატოვოს.

ლაპორტას თქმით, ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რათა თავდამსხმელი, ლიონელ მესი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩეს.

"თუ გვინდა, რომ მესი "ბარსელონაში" ბედნიერი იყოს, ბართომეუს თავი ძალიან მალე უნდა დავაღწიოთ", - წერს ლაპორტა თვითერზე.

მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "მანჩესტერ სიტი" მზადაა ლეოს კონტრაქტი გამოისყიდოს - 300 მილიონი ევრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები