სერიმ ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სერიმ ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა


სერიმ ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა
"ნიცას" ნახევარმცველმა, ჟან მიშელ სერიმ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არაფერი არ იცის.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ჰავბეკი "ბარსელონას" შეუერთდება 40 მილიონ ევროდ.

"არავისთან არ მისაუბრია და არაფერი არ ვიცი", - ციტირებს სერის სიტყვებს ESPN.

"ამჟამად "ნიცაზე" ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს პერიოდში".

შეგახსენებთ, კოდ'დივუარელი "ნიცაში" 2015 წლიდან ასპარეზობს. ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად მას 91 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები