ნეიმარის რეკორდი გუშინდელ მატჩში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარის რეკორდი გუშინდელ მატჩში


ნეიმარის რეკორდი გუშინდელ მატჩში
მოგეხსენებათ, გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში "პარი სენ ჟერმენმა" შინაურ კედლებში "ტულუზა" (6:2) გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში სასწაული თამაში აჩვენა პარიზელთა ახალწვეულმა, ნეიმარმა, რომელიც ფრანგულმა კლუბმა ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

25 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

გარდა ამისა, ნეიმარმა 14 დრიბლინგიც შემოგვთავაზა, რაც 2009 წლის შემდეგ, ლიგა 1-ის რეკორდული მაჩვენებელია.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები