ვალენსია მანჩესტერის ნახევარმცველს იმატებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალენსია მანჩესტერის ნახევარმცველს იმატებს?


ვალენსია მანჩესტერის ნახევარმცველს იმატებს?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ანდრეას პერეირა შესაძლოა "ვალენსიაში" ვიხილოთ, იუწყება DailyMail.

არსებული ინფორმაციით, "მფრინავი ღამურების" ხელმძღვანელები 21 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით დამატებას გეგმავენ.

მიუხედავად ამისა, აღინიშნება, რომ "ემიუს" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ბრაზილიელის ამ სატრანსფერო ბაზარზე გაშვება არ სურს.

შეგახსენებთ, გასული სეზონი პერეირამ "გრანდაში" ასევე არენდით ითამაშა. ესპანური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ჰავბეკმა 37 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები