მორატა რეალის ბოლოდროინდელ წარმატებებს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა რეალის ბოლოდროინდელ წარმატებებს გამოეხმაურა


მორატა რეალის ბოლოდროინდელ წარმატებებს გამოეხმაურა
"ჩელსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ აღნიშნა, რომ "რეალიდან" წასვლა ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობაში დაეხმარება.

გარდა ამისა, ესპანელის თქმით, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ხუან ლოპეტეგის სურდა, რომ მას მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა.

"რეალი" ჩინებულ ფორმაშია, "ბარსელონასთან" ესპანეთის სუპერთასზე მათი მატჩები ვნახე", - ციტირებს მორატას სიტყვებს Goal.

"ყველა შეხვედრის მოგებას ვუსურვებ, გარდა "ჩელსისთან".

"რა თქმა უნდა, "რეალიდან" წასვლა ესპანეთის ნაკრებში დამეხმარება. ლოპეტეგის უნდოდა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა", - დასძინა ალვარომ.

გასულ სეზონში 24 წლის შემტევმა, მოგეხსენებათ, "რეალის" ღირსება დაიცვა. მადრიდელთა რიგებში მორატამ ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები