ოფიციალურად: გიორგი ლორია ანჟიში ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: გიორგი ლორია ანჟიში ითამაშებს


ოფიციალურად: გიორგი ლორია ანჟიში ითამაშებს
"კრილია სოვეტოვის" მეკარე, გიორგი ლორია იჯარის წესით მახაჭკალის "ანჟიში" გააგრძელებს ასპარეზობას, იტყობინება სამარული კლუბის ოფიციალური საიტი.

კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულება 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.

ჩვენებური უკვე სამარაშია და ახალ გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

31 წლის კიპერი "კრილიაში" 2015 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ქართველმა რუსეთის ჩემპიონატის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 33 გოლი გაუშვა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები