რობენი ბაიერნს ერთობისკენ მოუწოდებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენი ბაიერნს ერთობისკენ მოუწოდებს


რობენი ბაიერნს ერთობისკენ მოუწოდებს

მიუნხენური გრანდის ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, "ანდერლეხტთან" თამაშის შემდეგ გუნდი გაამხნევა და ერთობისაკენ მოუწოდა.

"გაძევების შემდეგ უფრო მეტი აგრესია და შემოქმედება იყო საჭირო. უფრო მეტი თავისუფალი სივრცე უნდა გვეპოვნა და მეტი გოლი გაგვეტანა. იმის მაგივრად, რომ 5:0 წაგვეყვანა, ძალიან დიდი ხანი ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო.

რა მოხდა მეორე ტაიმში, როდესაც მეტოქემ ბურთ ძელს გაარტყა? ამაზე სტადიონსაც უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რადგან აჩქარება იყო საჭირო. 3:0 დამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ ვფიქრობ, "ალიანს არენაზე" ამ შემთხვევაში მინიმუმ 5 ბურთით უნდა მოგვეგო.

შეკითხვა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, უფრო ამბიციურად და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. სიტუაცია თითქმის კრიტიკულია, მაგრამ ჩვენ "ბაიერნი" ვართ და ყოველთვის საუკეთესოდ უნდა ვიასპარეზოთ.

ერთმანეთს ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მიუხედავად კრიტიკისა, გუნდური თამაში უნდა გავაუმჯობესოთ", - აღნიშნა 33 წლის ჰოლანდიელმა.

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბელგიურ კლუბთან მარტივი გამარჯვებით დაიწყო - 3:0.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი არიენ რობენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები