ჩეხი: "არსენალმა უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა ევროპა ლიგის მოგება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩეხი: "არსენალმა უნდა გადაწყვიტოს უნდა თუ არა ევროპა ლიგის მოგება"


ჩეხი:

ლონდონის "არსენალის" გოლკიპერი, პეტერ ჩეხი, აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ამ სეზონისთვის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს.

"აუცილებელია რაიმე გადაწყვეტილების მიღება. როდესაც "ჩელსიში" ვთამაშობდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნით იმედგაცრუებულნი ვიყავით. თუმცა შემდეგ მალევე გავიაზრეთ, რომ ევროპის ლიგის მოგება გვინდოდა.

თუ ამ ტურნირს სერიოზულად მიუდგები, მაშინ ევროპის ლიგის მოგების შანსები გაქვს, მაგრამ არსებობენ გუნდები, რომლებიც ამ გათამაშებას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ", - აღნიშნა გამოცდილმა ჩეხმა.

20 წლიანი პაუზის შემდეგ არსენ ვენგერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ მოხვდა და მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

"კიოლნთან" პირველი მატჩის წინ არსენ ვენგერმა ერთბაშად 7 წამყვანი მოთამაშის დასვენება გადაწყვიტა.
ასევე იხილეთ თემაზე:
არსენალი პეტერ ჩეხი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები