ანჩელოტი: "რიბერის არ მესმის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "რიბერის არ მესმის"


ანჩელოტი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავაარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, "ანდერლეხტთან" გუშინდელ შეხვედრაში ფრანკ რიბერის ქმედებას გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, მესმის, რომ ფეხბურთელს მოედანზე 90 წუთის გატარება სურს. თუმცა ზოგჯერ შესაძლოა მათ არ ესმით, რომ რიბერის შემთხვევაში ის ცუდი თამაშის გამო არ შემიცვლია. ფრანკი კარგად მოქმედებდა, უბრალოდ მატჩის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი.

თამაში ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო. კვირას გარკვეული პრობლემები გვქონდა, მას ვარჯიშზე მცირე დაზიანება აწუხებდა, ამიტომაც დასვენების საშუალება მივეცი.

მისი რეაქცია არ მესმის და აუცილებლად დაველაპარაკები. ის იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ყვითელი ბარათიც ჰქონდა და დავასვენე. შესაძლოა, რიბერი ამაზე სულაც არ ფიქრობდა", - განაცხადა 58 წლის იტალიელმა.

ანჩელოტიმ რიბერი მატჩის 78-ე წუთზე შეცვალა, გაბრაზებულმა ფრანკმა კი "ბაიერნის" მაისური გაიხადა და უხეშად გადააგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები