რამოსი მაკრატელა გოლზე: "ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ მსგავსი ბურთის გატანა შესაძლებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსი მაკრატელა გოლზე: "ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ მსგავსი ბურთის გატანა შესაძლებელია"


რამოსი მაკრატელა გოლზე:

ჩემპიონთა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალმა" "აპოელი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში 2 გოლი რონალდუმ გაიტანა, ერთი კი რამოსმა. აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის" კაპიტანმა "მაკრატელა გოლის" გატანა შეძლო.

"ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ მსგავსი გოლის გატანა შესაძლებელია. მიყვარს თავდასხმაში გადასვლა და რაც შეეხება ჩემს გოლს, მსგავსი სტილის გოლები ყოველთვის მოულოდნელია.

ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო, რადგან "რეალი" წინ 3 ბურთით გავიდა და თამაშის სტილიც დაწყნარდა.

რონალდუ? ის ყოველთვის იტანს. ეს უკვე წესად იქცა და მისი თამაშის ხარისხი ეჭვგარეშეა", - განაცხადა რამოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები