კასილასი რაიან გიგზს გაუტოლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასილასი რაიან გიგზს გაუტოლდა


კასილასი რაიან გიგზს გაუტოლდა

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პორტო" "ბეშიქთაშს" შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მადრიდის "რეალის" ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა.

აღსანიშნავია, რომ ეს ესპანელი მეკარისთვის რიგით მე-19 ჩემპიონთა ლიგის სეზონი გამოდგა, რითიც ის რაიან გიგზს გაუთანაბრდა.

აქამდე, მხოლოდ უელსეს ჰქონდა ზედიზედ 19 ლიგის სეზონში მონაწილეობა მიღებული.

ასევე, გაცნობებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩიც კასილასს აქვს ჩატარებული - 169.

მეორე პოზიცია ხავის უკავია 157 მატჩით, შემდეგ კი რაიან გიგზი მოდის - 151

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები